The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით უკლება

დავით უკლება
დაბადების თარიღი:27 დეკემბერი, 1919
გარდაცვ. თარიღი:26 ივლისი, 1999  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოგრაფი, გეოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ეწერი, თერჯოლის მუნიციპალიტეტი. 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1947 წელს.

1950 წლიდან მუაობდა გეოგრაფიის ინსტიტუტში; 1975-1999წწ. ქართული ენციკლოპედიის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერების რედაქციის უფროსი სამეცნიერო რედაქტორად და კონსულტანტად; პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და სხვა უმაღლეს სასწავლებლები; ძირითადი ნაშრომები ეხება ლანდშაფტმცოდნეობის პრობლემებს; თბილისს ეძღვნება მისი ნაშრომი "თბილისისა და მისი მიდამოების ბუნება" (წგ.: "თბილისი. ეკონომიკურ-გეოგრაფიული გამოკვლევა", 1989).; შეადგინა გეოგრაფიის ტერმინოლოგია (რუსულ-ქართული და ქართულ-რუსული, 1967); შეყვანილია ამერიკის ბიოგრაფიული ინსტიტუტის მიერ 1998 წელს გამოცემულ ცნობარში "მსოფლიოს 5 ათასი გამოჩენილი პიროვნება"; გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი (1971), პროფესორი (1976).

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.861; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.73

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1994 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება, გარდაცვალების შემდეგ)
    დამხმარე სახელმძღვანელო - "საქართველოს სასწავლო-გეოგრაფიული ატლასი" (გამოცემულია თბილისში 1992 წელს)
  • 1987 - ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის პრემია
  • 1984 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: