შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი კალანდაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ძირულა, ზესტაფონის რაიონი. 1927 წელს, შვიდწლედის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო თბილისის ინდუსტრიულ ტექნიკუმში, ხოლო 1933 წელს - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1938 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში. 1942-1949 წლებში იყო რეპრესირებული საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ჯგუფში თანამშრომლობისათვის, იგი გადასახლებული იყო შუა აზიაში, შემდეგ, გარკვეული დროით, აკრძალული ჰქონდა დედაქალაქში ცხოვრება. 1955 და 1957 წლებში გამოსცა ლექსების კრებულები. გიორგი კალანდაძის პოეზია ოპტიმისტური ჟღერადობისაა. გამონაკლისს წარმოადგენს თვით გადასახლების დროს შექმნილი ლექსების ნაწილი. ეწეოდა აქტიურ მთარგმნელობით მოღვაწეობასაც. 1957 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში. 1954 წ. დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1973 წელს სადოქტორო დისერტაციები. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.-თბ., 1980.- გვ. 327; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.175-176 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |