The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



ნატალია ფალავანდიშვილი

ნატალია ფალავანდიშვილი
დაბადების თარიღი:9 ნოემბერი, 1921
გარდაცვ. თარიღი:2006  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1945 წელს.

მისი პედაგოგები იყვნენ ი. შარლემანი, ლ. გრიგოლია; 1948-1950წწ. მუშაობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში; ავტორია ძველი თბილისისადმი მიძღვნილი სერიებისა (1964-2001) და თბილისელთა პორტრეტებისა: რ. სტურუა (1964), მ. პიპინაშვილი, მ. კობახიძე (ორივე 1966), ქ. მაღალაშვილი, ს. კლდიაშვილი (ორივე 1968), ქ. ორახელაშვილი (1972), ე. ახვლედიანი (1982), ნ. რამიშვილი (1985), რ. ბერიძე (1979) და სხვა; გააფორმა დ. ჯავრიშვილის წიგნი "ქართული ხალხური ცეკვები" (1958); შექმნა დიდი კომპოზიცია "დაღუპულ გმირთა მოსაგონარი" (1988, მხატვრის კუთვნილება); ფერმწერი, გრაფიკოსი.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.864

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1984 - საქართველოს სახალხო მხატვარი

გააზიარე: