შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლავროსი კალანდაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხიდისთავი, ჩოხატაურის რაიონი. პირველდაწყებითი განათლება სოფლის სკოლაში მიიღო. შემდეგ სწავლობდა ჩოხატაურის გიმნაზიაში, ხოლო მოგვიანებით 1930-1933 წლებში მოსკოვში წითელი პროფესურის ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების ინსტიტუტში. ლავროსი კალანდაძე ადრე შეუდგა შრომით და საზოგადოებრივ საქმიანობას, მაგრამ მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება ლიტერატურის სამსახურს შეალია. იყო მწერლობის ისტორიკოსიც, კრიტიკოსიც და თეორეტიკოსიც. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ლიტერატურულ-კრიტიკული წერილები კ. ლორთქიფანიძის, ა. აბაშელის, გ. ქუჩიშვილის, ს. ჩიქოვანის, გ. ტაბიძის, ა. მირცხულავას და სხვათა შემოქმედებაზე. მისი ნარკვევი ნ. ბარათაშვილის შესახებ გამოიცა რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ და სხვა ენებზე. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 327 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |