The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბაგრატ ზუმბულიძე

ბაგრატ ზუმბულიძე
ოფიციალური სახელი:ბორის ზუმბულიძე
დაბადების თარიღი:7 ივლისი, 1905
გარდაცვ. თარიღი:2 ნოემბერი, 2000  (95 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა სევასტოპოლის სამხედრო-საჰაერო სასწავლებელი 1935 წელს.

1937 წელს დაინიშნა მძიმე ბომბდამშენთა რაზმის უფროსად. II მსოფლიო ომის (1939–1945) დროს მეთაურობდა მძიმე ბომბდამშენთა საავიაციო პოლკს. იბრძოდა უკრაინის IV, ბალტიისპირეთის I, ბელორუსიის III და სხვა ფრონტებზე. 1944 წლის 29 ივნისს ზემლანდის (გერმანია) ნახევარკუნძულისთვის ბრძოლაში პოლკის ხელმძღვანელობისა და მამაცობისათვის მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება. ომის შემდეგ მსახურობდა სამოქალაქო ავიაციაში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის საბრძოლო ორდენები და მედლები. საბჭოთა კავშირის გმირი (2 ივლისი 1945), პოლკოვნიკი (1946).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.400

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1945 - საბჭოთა კავშირის გმირი
    ზემლანდის(გერმანია) ნახევარკუნძულისთვის ბრძოლაში პოლკის ხელმძღვანელობისა და მამაცობისათვის

გააზიარე: