The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პავლე ზურაბიანი

დაბადების თარიღი:27 იანვარი, 1874
გარდაცვ. თარიღი:21 თებერვალი, 1942  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. შუშა, ყოფილი ელიზავეტოპოლის გუბერნია, ახლანდელი აზერბაიჯანი.

დაამთავრა პეტერბურგის სამოქალაქო ინჟინერთა ინსტიტუტი 1898 წელს.

მუშაობდა თბილისის თვითმმართველობაში უბნის არქიტექტორად. მისი ნამუშევრებიდან აღსანიშნავია: ყოფილი სომხური სემინარიის შენობა არსენალის მთაზე, პ. სააკაძის ქ. 1 (1910–1911, არქიტ. მ. ნეპრინცევთან ერთად), IV სამმართველოს სამკურნალო კომბინატი(ილია ჭავჭავაძის პრ. 5 1937, არქიტექტორ პ. უშენინთან ერთად; დაანგრიეს 2012 წელს, შემორჩენილია შენობის ფასადის მხოლოდ მცირე ფრაგმენტი), საცხოვრებელი სახლები (კოჯრის ქ. 3, ვ. სარაჯიშვილის ქ. 3ა, მ. წინამძღვრიშვილის ქ. 39). პავლე ზურებიანმა შეადგინა აგრეთვე მცირე შეძლების მცხოვრებთათვის საცხოვრებელი სახლის ტიპობრივი პროექტი, რომელიც თბილისის თვითმმართველობამ 1910 წელს გამოსცა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.402


გააზიარე: