Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
პავლე ზურაბიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. შუშა, ყოფილი ელიზავეტოპოლის გუბერნია, ახლანდელი აზერბაიჯანი. დაამთავრა პეტერბურგის სამოქალაქო ინჟინერთა ინსტიტუტი 1898 წელს. მუშაობდა თბილისის თვითმმართველობაში უბნის არქიტექტორად. მისი ნამუშევრებიდან აღსანიშნავია: ყოფილი სომხური სემინარიის შენობა არსენალის მთაზე, პ. სააკაძის ქ. 1 (1910–1911, არქიტ. მ. ნეპრინცევთან ერთად), IV სამმართველოს სამკურნალო კომბინატი(ილია ჭავჭავაძის პრ. 5 1937, არქიტექტორ პ. უშენინთან ერთად; დაანგრიეს 2012 წელს, შემორჩენილია შენობის ფასადის მხოლოდ მცირე ფრაგმენტი), საცხოვრებელი სახლები (კოჯრის ქ. 3, ვ. სარაჯიშვილის ქ. 3ა, მ. წინამძღვრიშვილის ქ. 39). პავლე ზურებიანმა შეადგინა აგრეთვე მცირე შეძლების მცხოვრებთათვის საცხოვრებელი სახლის ტიპობრივი პროექტი, რომელიც თბილისის თვითმმართველობამ 1910 წელს გამოსცა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.402
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |