შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვალერიან ზურაბიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი შემოქმედი, ახლანდელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1939 წელს. 1947–1986 წლებში მუშაობდა სსრკ-ის სახელმწიფო კონტროლის სამინისტრო სისტემაში და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სხვადასხვა პასუხსაგებ თანამდებობაზე. ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (1961–1986), საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტთან არსებულ სახალხო მეურნეობის მართვის ინსტიტუტში (1986–1991), ფინანსებისა და სტატისტიკის ინსტიტუტში (1991–1994). 1994–2003 წლებში იყო ეკონომიკისა და სოციალური პრობლემების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ფინანსების, ფულის მიმოქცევისა და კრედიტის განყიფილების გამგე, 2004–2006 წლებში ამავე ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი. არის მრავალი სამეცნიერო შრომის ავტორი. მისი კვლევის საგანი იყო ფინანსების და სამეურნეო საქმიანობის ეკონომიკური ანალიზის საკითხები. აღსანიშნავია ვალერიან ზურაბიშვილის ღვაწლი ეკონომიკური და საფინანსო-საკრედიტო ტერმინოლოგიის შემუშავებაში. გამოცემული აქვს მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები. მონაწილეობდა II მსოფლიო ომში. მიღებული აქვს საბრძოლო და სახელმწიფო ჯილდოები. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1994), პროფესორი (1996). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.402; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.56; ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 45 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |