The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვალერიან ზურაბიშვილი

დაბადების თარიღი:25 ოქტომბერი, 1917
გარდაცვ. თარიღი:29 დეკემბერი, 2006  (89 წლის ასაკში)
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი შემოქმედი, ახლანდელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1939 წელს.

1947–1986 წლებში მუშაობდა სსრკ-ის სახელმწიფო კონტროლის სამინისტრო სისტემაში და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სხვადასხვა პასუხსაგებ თანამდებობაზე. ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (1961–1986), საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტთან არსებულ სახალხო მეურნეობის მართვის ინსტიტუტში (1986–1991), ფინანსებისა და სტატისტიკის ინსტიტუტში (1991–1994). 1994–2003 წლებში იყო ეკონომიკისა და სოციალური პრობლემების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ფინანსების, ფულის მიმოქცევისა და კრედიტის განყიფილების გამგე, 2004–2006 წლებში–ამავე ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი. არის მრავალი სამეცნიერო შრომის ავტორი. მისი კვლევის საგანი იყო ფინანსების და სამეურნეო საქმიანობის ეკონომიკური ანალიზის საკითხები. აღსანიშნავია ვალერიან ზურაბიშვილის ღვაწლი ეკონომიკური და საფინანსო-საკრედიტო ტერმინოლოგიის შემუშავებაში. გამოცემული აქვს მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები. მონაწილეობდა II მსოფლიო ომში. მიღებული აქვს საბრძოლო და სახელმწიფო ჯილდოები. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1994), პროფესორი (1996).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.402

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭო , დეპუტატი (1977-1987)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
  • 1967 - საქართველოს დამსახურებული ეკონომისტი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: