შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ ზურაბიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი, მიხეილის საარტილერიო სასწავლებელი და მიხეილის საარტილერიო აკადემია (I თანრიგით, 1894). 1886 წლიდან მსახურობდა ჯარში. 1907 წელს დაინიშნა ლუგანსკის სავაზნე ქარხნის უფროსად. 1906 წელს მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება. 1907–1909 წლებში იმყოფებოდა თადარიგში. 1916 წლიდან იყო ლუგანსკის სავაზნე ქარხნის უფროსის თანაშემწე ტექიკურ დარგში. დაჯილდოებულია წმინდა ანას, წმინდა სტანისლავის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით. რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1916). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.403 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |