The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ზურაბიშვილი

დაბადების თარიღი:1868  (156 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი, მიხეილის საარტილერიო სასწავლებელი და მიხეილის საარტილერიო აკადემია (I თანრიგით, 1894).

1886 წლიდან მსახურობდა ჯარში. 1907 წელს დაინიშნა ლუგანსკის სავაზნე ქარხნის უფროსად. 1906 წელს მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება. 1907–1909 წლებში იმყოფებოდა თადარიგში. 1916 წლიდან იყო ლუგანსკის სავაზნე ქარხნის უფროსის თანაშემწე ტექიკურ დარგში. დაჯილდოებულია წმინდა ანას, წმინდა სტანისლავის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით. რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1916).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.403

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წმინდა სტანისლავის ორდენი
  • წმინდა ანას ორდენი

გააზიარე: