შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გოჯი ზურებიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მულახი, ახლანდელი მესტიის მუნიციპალიტეტი. სსრკ-ში პირველმა განახორციელა ჯგუფთან ერთად კედლოვანი ასვლა სამხრეთ უშბაზე (1937). მონაწილეობდა ა. ჯაფარიძის ხელმძღვანელობით ჩატარებულ მცირე (ლეხზირი-ულუყარა) და დიდ (წურუნგალა–აილამა–შხარა) ტრავერსებში (1940), ი. მარის ხელმძღვანელობით უშბაზე და რამდენიმე უსახელო მწვერვალზე ჩატარებულ ექსპედიციებში (1946–1947), ტრავერსში შხელდაზე (1949). იყო სსრკ-ის ჩემპიონი ტრავერსების კლასში (1950, შხელდა–უშბა). იგი აქტიურად მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში და შედიოდა განსაკუთრებული დანიშნულების რაზმში, რისთვისაც დაჯილდოებული იყო საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის, სსრ კავშირის და საქართველოს სპორტული კომიტეტის საპატიო სიგელებით, აგრეთვე მედლებით: "მამაცობისათვის" და "კავკასიის დაცვისათვის". ალპინისტი, მეგზური, მთამსვლელობის ინსტრუქტორი, სვანეთის სამთო-სამაშველო სამსახურის უფროსი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.404; სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.181 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |