The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გოჯი ზურებიანი

გოჯი ზურებიანი
Date of birth:1906
Date of death:1975  (at 69 years)
Category:Athlete

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი მულახი, ახლანდელი მესტიის მუნიციპალიტეტი.

სსრკ-ში პირველმა განახორციელა ჯგუფთან ერთად კედლოვანი ასვლა სამხრეთ უშბაზე (1937). მონაწილეობდა ა. ჯაფარიძის ხელმძღვანელობით ჩატარებულ მცირე (ლეხზირი-ულუყარა) და დიდ (წურუნგალა–აილამა–შხარა) ტრავერსებში (1940), ი. მარის ხელმძღვანელობით უშბაზე და რამდენიმე უსახელო მწვერვალზე ჩატარებულ ექსპედიციებში (1946–1947), ტრავერსში შხელდაზე (1949). იყო სსრკ-ის ჩემპიონი ტრავერსების კლასში (1950, შხელდა–უშბა). იგი აქტიურად მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში და შედიოდა განსაკუთრებული დანიშნულების რაზმში, რისთვისაც დაჯილდოებული იყო საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის, სსრ კავშირის და საქართველოს სპორტული კომიტეტის საპატიო სიგელებით, აგრეთვე მედლებით: "მამაცობისათვის" და "კავკასიის დაცვისათვის". ალპინისტი, მეგზური, მთამსვლელობის ინსტრუქტორი, სვანეთის სამთო-სამაშველო სამსახურის უფროსი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.404; სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.181

Awards and Honors

  • 1950 - სსრკ ჩემპიონი (ტრავერსების კლასი )
  • სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი

Share: