The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სურენ ჩარექიანი

სურენ ჩარექიანი
დაბადების თარიღი:9 იანვარი, 1901
გარდაცვ. თარიღი:12 აგვისტო, 1979  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:დირიჟორი, პედაგოგი

ბიოგრაფია

 დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ქ. ლენინგრადის კონსერვატორია 1932 წელს(სადირიჟორო), სწავლობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში 1922–1927წწ.(სავიოლინო).

1932–1935წწ. და 1944–1979წწ. იყო ქ. ერევნის კონსერვატორიის პედაგოგი(საოპერო და სიმფონიური დირიჟორობა), 1971 წლიდან პროფესორი; 1935–1937წწ. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი; 1937–1944წწ. უზბეკეთის ოპერის თეატრის დირიჟორი, 1944–1957წწ. ერევნის ოპერის თეატრის დირიჟორი, 1957–1963წწ. მთავარი დირიჟორი; რეპერტუარი: ხოჯა–ეინატოვი "ნამუს"(1945, პირველი დადგმა), არმენიანი "ხაჩატურ აბოვიანი"(1960, პირველი დადგმა), ვერდის, ბიზეს, ჩაიკოვსკის ოპერები; სომეხი ხელოვანი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 529

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1956 - სომხეთის სახალხო არტისტი
  • 1944 - უზბეკეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: