The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კონსტანტინე ტყაბლაძე

კონსტანტინე ტყაბლაძე
დაბადების თარიღი:15 სექტემბერი, 1910
გარდაცვ. თარიღი:9 ნოემბერი, 1979  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ყუმისთავი, წყალტუბოს რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის წულუკიძის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი 1936 წელს. 

1939 წელს გაიწვიეს წითელი არმიის რიგებში. დიდ სამამულო ომში (1941-1945) იბრძოდა დასავლეთ ბრიანსკის ცენტრალურ ფრონტებზე. მდინარე დნეპრის გადალახვისას გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება. ომის შემდეგ მუშაობდა ქუთაისში, მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.83

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1939-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1943 - საბჭოთა კავშირის გმირი
    მდინარე დნეპრის გადალახვისას გამოჩენილი მამაცობისათვის
  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი
  • ლენინის ორდენი

გააზიარე: