შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ტყეშელაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის ენერგეტიკული ინსტიტუტი 1932 წელს. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. 1932-1938წწ. მუშაობდა ელექტროტექნიკური პროფილის სხვადასხვა დაწესებულებებში. 1939 წლიდან მუშაობა დაიწყო საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 1948 წლიდან - დოცენტი; 1967 წლიდან - პროფესორი. 1958-1962წწ. ახლად შექმნილი ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტის დეკანი; 1963 წლიდან - ავტომატიკისა და ტელემექანიკის კათედრის გამგე. მართვის მეცნიერებების ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა რიგ სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს, რომლებიც საქართველოს წამყვან საწარმოებში ეფექტური ავტომატური სისტემების დანერგვას ემსახურებოდა. მისი ძირითადი შრომები ეხება არასიმეტრიული მრავალფაზა ელექტრული წრედების რეჟიმების თეორიულ საკითხებს. 1960-იან წლებში დაწერილ მის სახელმძღვანელოს "კიბერნეტიკის თეორიული საფუძვლები" დღესაც არ დაუკარგავს აქტუალობა. საბჭოთა მეცნიერი ელექტროტექნიკისა და ავტომატიკის დარგში, ტექნიკური მეცნიერების დოქტორი (1966), პროფესორი (1967). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.86; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.319 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |