The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ ჩერეპნინი

ნიკოლოზ ჩერეპნინი
დაბადების თარიღი:3 მაისი, 1873
გარდაცვ. თარიღი:26 აპრილი, 1945  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:დირიჟორი, კომპოზიტორი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. პეტერბურგი.

დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი 1895 წელს(იურიდიული), პეტერბურგის კონსერვატორია 1898 წელს(საკომპოზიციო).

1899–1905წწ. იყო პეტერბურგის სასახლის კარის კაპელის საორკესტრო კლასის გამგე; 1905–1918წწ. პეტერბურგის კონსერვატორიის პედაგოგი, 1909 წლიდან პროფესორი; რუსეთში(პეტერბურგი) პირველად დააარსა დირიჟორობის კლასი; 1902 წლიდან იყო "რუსული სიმფონიური კონცერტების" მუდმივი დირიჟორი; 1906–1909წწ. პეტერბურგის მარინის თეატრის დირიჟორი; "ბელიაევის წრის" წევრი, "თანამედროვე მუსიკის საღამოების" წრის წევრი, თანამშრომლობდა "Мир искусства"–ს ჯგუფთან, 1909–1914წწ. მონაწილეობდა "რუსული სეზონის" კონცერტებში; 1918–1921წწ. ცხოვრობდა თბილისში; 1919–1922წწ. თბილისის კონსერვატორიის პედაგოგი, რექტორი; 1920–1921წწ. თბილისის ოპერის თეატრის დირიჟორი; საქართველოს გასაბჭოებისთანავე დატოვა საქართველო; 1921 წლიდან მოღვაწეობდა საფრანგეთში, პარიზის მახლობლად ისსი–ლე–მულინოში; გასტროლებს მართავდა როგორც დირიჟორი ევროპის მრავალ ქვეყანაში; 1925 წელს პარიზში დააარსა "რუსული კონცერტები"; თხზულებები, ბალეტები: "არმიდას პავილიონი"(1907, პეტერბურგი), "ნარცისი და ექო"(1911, მონტე–კარლო), ოპერა – "Ванька-Ключник"(1932, ბელგრადი), სიმფონიური პოემა "Марья Моревна", საფორტეპიანო პიესები, კამერულ–ინსტრუმენტული ანსამბლები, რომანსები(100); კომპოზიტორის, პიანისტისა და მუსიკის კრიტიკოსის ა. ნ. ჩერეპნინის მამა.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 531

 


გააზიარე: