Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკოლოზ ჩერეპნინი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. პეტერბურგი. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი 1895 წელს(იურიდიული), პეტერბურგის კონსერვატორია 1898 წელს(საკომპოზიციო). 1899–1905წწ. იყო პეტერბურგის სასახლის კარის კაპელის საორკესტრო კლასის გამგე; 1905–1918წწ. პეტერბურგის კონსერვატორიის პედაგოგი, 1909 წლიდან პროფესორი; რუსეთში(პეტერბურგი) პირველად დააარსა დირიჟორობის კლასი; 1902 წლიდან იყო "რუსული სიმფონიური კონცერტების" მუდმივი დირიჟორი; 1906–1909წწ. პეტერბურგის მარინის თეატრის დირიჟორი; "ბელიაევის წრის" წევრი, "თანამედროვე მუსიკის საღამოების" წრის წევრი, თანამშრომლობდა "Мир искусства"–ს ჯგუფთან, 1909–1914წწ. მონაწილეობდა "რუსული სეზონის" კონცერტებში; 1918–1921წწ. ცხოვრობდა თბილისში; 1919–1922წწ. თბილისის კონსერვატორიის პედაგოგი, რექტორი; 1920–1921წწ. თბილისის ოპერის თეატრის დირიჟორი; საქართველოს გასაბჭოებისთანავე დატოვა საქართველო; 1921 წლიდან მოღვაწეობდა საფრანგეთში, პარიზის მახლობლად ისსი–ლე–მულინოში; გასტროლებს მართავდა როგორც დირიჟორი ევროპის მრავალ ქვეყანაში; 1925 წელს პარიზში დააარსა "რუსული კონცერტები"; თხზულებები, ბალეტები: "არმიდას პავილიონი"(1907, პეტერბურგი), "ნარცისი და ექო"(1911, მონტე–კარლო), ოპერა – "Ванька-Ключник"(1932, ბელგრადი), სიმფონიური პოემა "Марья Моревна", საფორტეპიანო პიესები, კამერულ–ინსტრუმენტული ანსამბლები, რომანსები(100); კომპოზიტორის, პიანისტისა და მუსიკის კრიტიკოსის ა. ნ. ჩერეპნინის მამა. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 531
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |