The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მინადორა ზუხბა

მინადორა ზუხბა
დაბადების თარიღი:6 ნოემბერი, 1909
გარდაცვ. თარიღი:1998  (88 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ღუმურიში, ახლანდელი გალის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრთან არსებული თეატრალური სტუდია (აფხაზური სექტორი) 1939 წელს.

სასცენო მოღვაწეობას ეწეოდა 1935 წლიდან სოხუმის სერგეი ჭანბას სახელობის დრამატულ თეატრში. იყო აკაკი ხორავასა და აკაკი ვასაძის მოწაფე. მინადორა ზუხბას სცენური შემოქმედება გამოირჩეოდა სიწრფელით, ტემპერამენტით, გარდასახვის უნარითა და მაღალი პროფესიული კულტურით. წარმატებით ასახიერებდა სახასიათო, კომედიურ და ტრაგიკულ როლებს, რომელთა შორის მნიშვნელოვანია: გუნდა (შ. ფაჩალიას "გუნდა"), სოფი (მ. შავლოხოვის "საქმრო"), ხანუმა (ა. ცაგარლის "ხანუმა"), დედა (კ. აგუმაას "დიდი მიწა"), ზიზა, კარამსადა (შ. ფაჩალიას "დიდი ქორწილი", "სოლუმანი"), სოფიო (მ. გორკის "უკანასკნელნი"), შასია (მ. ლაკერბაის "დანაყაი"), ზეინაბი (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), მედეა(ევრიპიდეს "მედეა") და სხვ. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. აფხაზი მსახიობი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.406

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1960 - აფხაზეთის სახალხო არტისტი
  • 1958 - საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: