შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ ტყეშელაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო საფინანსო-ეკონომიკის ინტიტუტი 1932 წელს. 1937 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს მრეწველობის სტატისტიკაში, ხოლო 1939 წლიდან პოლიტეკონომიაში. 1961 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტების პოლიტეკონომიური კათედრის გამგე. მისი შრომები ეხება სტატისტიკის ზოგადი თეორიის სახალხო მეურნეობის ისტორიის, მრეწველობის, ეკონომიკის და პოლიტეკონომიის პრობლემებს. პოლიტეკონომიაში რამდენიმე დამხმარე სახელმძღვანელოს თანაავტორი და რედაქტორი. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1952), პროფესორი (1954). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.86 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |