The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო ჩიგოგიძე

ოფიციალური სახელი:ნუნუ ჩიგოგიძე
დაბადების თარიღი:31 მარტი, 1937  (87 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1961 წელს(არფა).

1961–1985წწ. იყო თბილისის III მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი(არფა); 1976 წლიდან თბილისის "ნიჭიერთა ათწლედის" პედაგოგი(არფა); 1983 წლიდან ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი(არფა), 2007 წლიდან ასოცირებული პროფესორი; ლაურეატი მოწაფეები: ი. კობახიძე, ე. ჯავახიშილი, ი. აგაბეკოვა, ნ. რურუა, ე. რუხაძე, ჟ. ოვანესიანი; რეპერტუარი: ქართველ კომპოზიტორთა სოლო და არფის დუეტები, ევროპული და რუსული კლასიკური ნაწარმოებები არფისათვის; ნ. ჩიგოგიძისა და ვიოლონჩელისტ ნ. კოზმინსკაია-ჩიგოგიძის ქალიშვილი; არფისტი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 532

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • არფისტთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი (1970-)

გააზიარე: