The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლ ჩივაძე

გრიგოლ ჩივაძე
დაბადების თარიღი:15 მაისი, 1904
გარდაცვ. თარიღი:30 მარტი, 1989  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:მოცეკვავე, ქორეოგრაფი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1918–1921წწ. სწავლობდა თბილისის მ. პერინის სახელობის კერძო ქორეოგრაფიულ სტუდიაში.

1927–1930 წლებში გამოდიოდა თბილისის თეატრებისა და მუშათა კლუბების სცენაზე. 1931 წლიდან იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში სოლისტი. 1930-1931 წლებში იგი მიიწვიეს ზ. ფალიაშვილის სახ. თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თაეტრში ქართული ცეკვების შემსრულებლად. 1932 წლიდან გრიგოლი ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ქუთაისში, წულუკიძეში, თელავში, სიღნაღში, გურჯაანში, საგარეჯოში, გორში, ხაშურსა და კასპში და თბილისის პლეხანოვის სახ. კლუბთან არსებულ ქორეოგრაფიულ სტუდიაში. 1938 წლიდან სათავეში ჩაუდგა თბილისის ა/კ რკინიგზის საკავშირო სახელობის კლუბთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს და 1948 წელს წარმატებით გამოვიდა რკინიგზელთა მხატვრული თვითმოქმედების დათვალიერებაზე. 1950 წლიდან ბორჯომის კულტურის სახლის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ქორეოგრაფი. 1951 წელს მე-7 რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე "მწყემსურისა" და "რთველის" დადგმისათვის საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სიგელით დააჯილდოეს. 1957 წელს პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. გასტროლებით შემოიარა საქართველო, სსრკ, ევროპის ქვეყნები.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი.– თბ., 2015.– გვ.532; ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.-127-128

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1956 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: