The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლ ჩივაძე

დაბადების თარიღი:15 მაისი, 1904
გარდაცვ. თარიღი:30 მარტი, 1989  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:მოცეკვავე, ქორეოგრაფი

ბიოგრაფია

 დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სწავლობდა თბილისის მ. პერინის სახელობის კერძო ქორეოგრაფიულ სტუდიაში 1918–1921წწ.

1927–1930წწ. გამოდიოდა თბილისის თეატრებისა და მუშათა კლუბების სცენაზე; 1931 წლიდან იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, ქართულ ოპერებში სოლისტი; 1938 წლიდან თბილისის პლეხანოვის სახელობის კლუბთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის(ხელმძღვანელი დ. კავსაძე) ქორეოგრაფიული ჯგუფის ხელმძღვანელი; 1950 წლიდან ბორჯომის კულტურის სახლის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ქორეოგრაფი; პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში; გასტროლებით შემოიარა: საქართველო, სსრკ, ევროპის ქვეყნები.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 532


ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1956 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: