შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ელიზბარ უბილავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჭალა, წალენჯიხის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლგიის ფაკულტეტი 1940 წელს. პირველი ლექსი 1934 წელს გამოაქვეყნა, პირველი პროზაული ნაწარმოები - 1940, პირველი წიგნი "სამგორი" - 1949. მას ეკუთვნის ლექსები, მოთხრობები, ნარკვევები, რომანები ("ანაკლიის ღამე", 1958; "ცხელი ნაპირი", 1983). ძირითადი წიგნები: "ნიკოლოზ შენგელაია" (1958), "ყავარჯენი" (1960), "მთანი მაღალნი", "მათ ასახელეს სამშობლო" (ორივე 1961), მოგესალმებით, "ქედებო" (1969), "სიჭაბუკის რომანტიკა" (1976), "განძეულის გუშაგი" (1980). თარგმნა ლ. ტოლსტოის, ა. ბესტუჟევ-მარლინსკის და სხვა თხზულებანი. მიღებული აქვს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.96 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |