The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



ელიზბარ უბილავა

ელიზბარ უბილავა
დაბადების თარიღი:23 ივნისი, 1917
გარდაცვ. თარიღი:29 აპრილი, 1997  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჭალა, წალენჯიხის რაიონი. 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლგიის ფაკულტეტი 1940 წელს. 

პირველი ლექსი 1934 წელს გამოაქვეყნა, პირველი პროზაული ნაწარმოები - 1940, პირველი წიგნი "სამგორი" - 1949. მას ეკუთვნის ლექსები , მოთხრობები, ნარკვევები, რომანები ("ანაკლიის ღამე", 1958; "ცხელი ნაპირი", 1983). ძირითადი წიგნები: "ნიკოლოზ შენგელაია" (1958), "ყავარჯენი" (1960), "მთანი მაღალნი", "მათ ასახელეს სამშობლო" (ორივე 1961), მოგესალმებით, "ქედებო" (1969), "სიჭაბუკის რომანტიკა" (1976), "განძეულის გუშაგი" (1980). თარგმნა ლ. ტოლსტოის, ა. ბესტუჟევ-მარლინსკის და სხვა თხზულებანი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.86

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის , წევრი
  • სკკპ, წევრი (1942-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1979 - საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი
  • საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი

ბიბლიოგრაფია

  • შამილი : ისტ. რომანი (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1991. - 229გვ.
  • განძეულის გუშაგი : ექვთიმე თაყაიშვილი : პუბლიცისტური წერილები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1990. - 621გვ.
  • ორი რომანი (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1988. - 543გვ.

გააზიარე: