შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თინათინ ფანიაშვილი![]()
ბიოგრაფიასწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტზე არქიტექტურის სპეციალობით 1937-1941წწ; დაამთავრა აგრეთვე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ვოკალის განხრით 1944 წელს. ეწეოდა აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას; ნამუშევრები თბილისში - ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიის დაგეგმარება და ტურბაზის 2 პროექტი; ტურისტული სასტუმრო "ვაკე"; ქართული ტრადიციული ყოფის სადემონსტრაციო ეროვნული რესტორნის შენობა (მხატვრები ნ. იგნატოვი, ნ. მალაზონია; მოქანდაკეები მ. კახიშვილი, ა. რატიანი); საბავშვო ბაგა-ბაღები, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები და სხვა; მისმა პროექტებმა გამოფენებზე პარიზში, რუმინეთსა და სხვა მაღალი შეფასება დაიმსახურა. მიღებული აქვს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს პრემია (1982). წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.865; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.413 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |