შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხაილ უნგროვლახელი![]()
ბიოგრაფიაXVII საუკუნის დასასრულისა და XVIII საუკუნის I მეოთხედის გამოჩენილი მესტამბე, ქართული ეროვნული სტამბის ერთ-ერთი მოამაგე. თბილისში სტამბის მოსაწყობად ვახტანგ VI-მ 1707 წელს ვლახეთიდან (ახლანდელი რუმინეთი) მოიწვია "ერთი სტამბის ხელოვანი", ანთიმოზ ივერიელის ნამოწაფარი მ. იშტანოვიჩი (ქართული წყაროებით, მიხაი სტეფანესშვილი, იგივე უნგროვლახელი); ვახტანგ VI-ის ხელშეწყობით, აგრეთვე ადგილობრივი ოსტატების მონაწილეობით 1708-1709წწ. გამართა ქართული სტამბა და 1709 წელს ნუსხური და მხედრული შრიფტით დაბეჭდა პირველი წიგნები: "სახარება", "დავითნი", "სამოციქულო", "კონდაკი", "ჟამნი", წინასწარმეტყველთა წიგნები და სხვა; გამოცემათა მაღალმხატვრული დონე განაპირობა ქართული ხელნაწერი წიგნის მრავალსაუკუნოვანმა ტრადიციამ; 1712 წელს თბილისიდან მოსკოვში წავიდა, იქიდან კი - ჰოლანდიაში. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.861;http://ka.wikipedia.org/wiki/მიხაი_იშტვანოვიჩი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |