შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვალერიან ზუხბაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. წალენჯიხა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1945 წელს. 1946–1951 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აფხაზეთის ასსრ-ის საწარმოო ძალთა შემსწავლელ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. 1951 წლიდან მუშაობდა სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში (საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დეკანი, გეოგრაფიის კათედრის გამგე), 1954–1959 წლებში ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში, 1959–1993 წლებში საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში, 1993–2005 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში (წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში (პროფესორი). ვალერიან ზუხბაია არის ავტორი უმაღლესი სკოლის სახელმძღვანელოებისა (მინერალოგიისა და პეტროგრაფიის მოკლე კურსი; ზოგადი გეოლოგიის პრაქტიკუმი; ზოგადი გეოლოგია; მხარეთმცოდნეობა). მან გამოიკვლია და დაადგინა 4000-მდე აფხაზური ტოპონიმი, შეისწავლა ქვის კულტურის ისტორია საქართველოში, ძვირფასი ქვები "ვეფხისტყაოსანში" და სხვ. პროფესორი (1992). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "აფხაზეთის ბარიტიანი რაიონის გეოლოგია და პეტროგრაფია", დაიცვა 1953 წელს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.407; ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.129-130 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |