The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ უბილავა

ვლადიმერ უბილავა
დაბადების თარიღი:22 დეკემბერი, 1914
გარდაცვ. თარიღი:9 ივლისი, 1942  (27 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:კრასნოდარი, რუსეთი
კატეგორია:პოეტი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჭალე, წალენჯიხის რაიონი.

1936-1941წწ. სწავლობდა თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. 

1941-1942წწ. დიდი სამამულო ომის მონაწილე. ლექსებს ბეჭდავდა 1934 წლიდან. პირველი ლექსი გაზეთ "ლიტერატურულ საქართველოში" გამოაქვეყნა. დაიღუპა დიდ სამამულო ომში. 1955 წელს გამოქვეყნდა მისი პირველი პოეტური კრებული "ღელვას ბობოქარს". ამას მოჰყვა "ბალადა დაკარგული ჯარისკაცისა" (1959, ლექსები, პოემა), "მამის კერასთან" (1967, ლექსები და წერილები ფრონტიდან). 1969 წელს ცალკე წიგნად გამოიცა პოემა "ტობავარჩხილი".

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.96; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.300

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: