The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ ზუხბაია

ოთარ ზუხბაია
დაბადების თარიღი:7 სექტემბერი, 1940
გარდაცვ. თარიღი:26 ივლისი, 1995  (54 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მშენებლის სპეციალობით 1963 წელს, 1984 წელს სკკპ ცკ-ის საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემია (დაუსწრებლად).

1963–1974 წლებში მუშაობდა საქქალაქმშენპროექტში სხვადასხვა თანამდებობაზე; 1974-1978წწ.  მუშაობდა ცენტრალურ კომიტეტში მშენებლობის განყოფილების გამგის პირველი მოადგილედ; 1978–1980 წლებში იყო საქართველოს კპ გალის რაიკომის პირველი მდივანი, 1980–1985 წლებში საქართველოს კპ აფხაზეთის საოლქო კომიტეტის მდივანი, 1985–1987 წლებში მეორე მდივანი, 1987-1989 წლებში აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, 1989–1991 წლებში საქართველოს მინისტრთა საბჭოს საგანგებო სიტუაციების განყოფილების გამგე. 1991–1995 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე საერთო საკითხებში; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "მშვიდობა", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №9 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.406;  საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.166; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: old.parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომისია, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის აფხაზეთის საქმეთა კომისია, წევრი (1993-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია " დემოკრატიული კავშირი", წევრი (1993-1995)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების ორდენი
  • საპატიო ნიშნის ორდენი

გააზიარე: