The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ თაბუკაშვილი

დაბადების თარიღი:25 აპრილი, 1915
გარდაცვ. თარიღი:18 ივლისი, 1981  (66 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ღუდუმექეთი, ახლანდელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია(ა. ციმაკურიძის კლასი) 1945 წელს.

1945–1952 წლებში ასწავლიდა იაკობ ნიკოლაძის სახელობის თბილისის სამხატვრო სასწავლებელში. 1952 წლიდან მოღვაწეობდა სოხუმში, იქ დააარსა სამხატვრო სტუდია, 1955 წელს კი – სამხატვრო სკოლა(მოგვიანებით, სასწავლებელიც), რომელსაც ხელმძღვანელობდა 1978 წლამდე. ნიკოლოზ თაბუკაშვილის შემოქმედების ძირითადი თემაა ბუნება(იმერეთის, ქართლის, აფხაზეთის პეიზაჟები). იგი ქართული დაზგური ფერწერის რეალისტური ტრადიციების ერთგული იყო. 1965–1975 წლებში სოხუმში მოეწყო მისი პერსონალური გამოფენები, გარდაცვალების შემდეგ თბილისშიც. 1993 წელს შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში გაიმართა ნიკოლოზ თაბუკაშვილის, მისი მოწაფეების, აფხაზეთის მხატვრების გამოფენა. ნიკოლოზ თაბუკაშვილის ნამუშევრები ინახება აფხაზეთის სამხატვრო გალერეაში, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმში(მოსკოვი) და კერძო კოლექციებში. დაწესებულია ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემია. ფერმწერი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.417

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • 1955 - აფხაზეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: