The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კარლო თაბუკაშვილი

კარლო თაბუკაშვილი
დაბადების თარიღი:5 აპრილი, 1925
გარდაცვ. თარიღი:24 სექტემბერი, 2004  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო-სატრანსპორტო ფაკტულტეტი 1948 წელს.

1948–1951 წლებში მუშაობდა ქ. ვლადიმირში წყალმომარაგების სექტორის ინჟინრად. შემდეგ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წყალთა მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. 1972 წლიდან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თეორიული მექანიკის კათედრაზე ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. მისი კვლევები ეხება ჰიდროტექნიკაში ჰიდრავლიკური პრობლემების გადაწყვეტას და მის დანერგვას პრაქტიკაში. კარლო თაბუკაშვილის მიერ გამოკვლეული ჰიდრავლიკური გაანგარიშების მეთოდები შესულია სსრკ-ის წყალთა მეურნეობის საპროექტო ინსტიტუტების რეკომენდებულ ნორმატივებში. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1991), პროფესორი (1992). ინჟინერ-მექანიკოსი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.416; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.112

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, ნამდვილი წევრი (1992-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი

გააზიარე: