The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კირილე უკლება

კირილე უკლება
დაბადების თარიღი:28 დეკემბერი, 1913
გარდაცვ. თარიღი:1997  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კურსები, ტყიბულის საქალაქო საბჭოს ტერიტორია.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1939 წელს. 

მუშაობდა ქ. არხანგელსკში. 1941 წელს გაიწვიეს წითელ არმიაში. 1942 წლიდან მოქმედ არმიაში იყო. იბრძოდა ჩდილო-დასავლეთის, ვოლხოვისა და ბელორუსიის I ფრონტებზე. მდინარეების ვარტასა და ოდერის გადალახვისას გამოჩენილი მამაცობისათვის საბჭოთა გმირის წოდება მიენიჭა; 1946-1976წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N1 სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასმეტალურგმშენის" სამშენებლო სამმართველოსა და ამავე სამინისტროს N18 სამშენებლო ტრესტს; იყო საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული წყალსამეურნეო ობიექტების მშენებლობის მთავარი სამმართველოს "საქმთავარწყალმშენის" უფროსის მოადგილე; მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში "საქმთავარწყალმშენის" სისტემის, ასევე, ქ.რუსთავისა და ქ. თბილისის სამრეწველო, სამოქალაქო და ჯანმრთელობის დაცვის ობიექტებს, მათ შორის, სასტუმრო "აჭარას" (თბილისში) მშენებლობაში; დიდი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოში მელიორაციული მშენებლობისთვის ანაკრები რკინაბეტონის კონსტრუქციების წარმოებისა და დანერგვის საქმეში; გადამდგარი გვარდიის მაიორი. მიღებული აქვს საბრძოლო და სამოქალაქო სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.121; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.538

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1943-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1945 - საბჭოთა კავშირის გმირი
    ოდერისათვის ბრძოლებში გამოჩენილი უმაგალითო გმირობისათვის
  • სსრკ სახელმწიფო პრემია
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • ლენინის ორდენი

გააზიარე: