Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ ჩირინაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია(საკომპოზიციო). იყო ჯ. ბაგრატიონის ჯაზ–ორკესტრის მუსიკალური ნაწილის გამგე; ხალხური შემოქმედების სახლისა და მასთან არსებული მუსიკალური სკოლის დირექტორის მოადგილე, შემდგომ, სიცოცხლის ბოლომდე, დირექტორი; წლების მანძილზე ხალხური ოლიმპიადების ჟიურის თავმჯდომარე; მიღებული აქვს მრავალი სიგელი და ჯილდო ქართულ ხალხურ შემოქმედებაში გაწეული ღვაწლისათვის; თხზულებები: მუსიკალური კომედია "ძველი თბილისის სურათები" 2 მოქმედებად(1975, ლიბრეტო მ. გოგიაშვილი, ა. ცაგარელის მიხედვით), საფორტეპიანო მინიატურები, საბავშვო მუსიკა, სიმღერები, მათ შრის: უაღრესად პოპულარული სიმღერა "ყვავილების ქვეყანა"(1945–1946, პირველი შესრულება, ჯ. ბაგრატიონის ჯაზ–ორკესტრი), "ჩემი ლამაზი ქვეყანა", "მეშახტეთა სიმღერა", ასევე, მუსიკა საქართველოს მრავალი დრამატული თეატრისათვის თბილისსა და რეგიონებში; კომპოზიტორ რ. ჩირინაშვილის მამა. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 533 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |