The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარინა ჩიხლაძე

დაბადების თარიღი:5 ივნისი, 1954  (69 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის I მუსიკალური სასწავლებელი 1975 წელს(საფორტეპიანო), თბილისის სულხან საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი 1980 წელს(ქართული ენისა და ლიტერატურის და მუსიკის პედაგოგის კვალიფიკაციით).

1997 წლიდან არის მის მიერ დაარსებული ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმის გამგე; 1997 წელს დააარსა არასამთავრობო ორგანიზაცია "მესამე ასაკი", სადაც განახორციელა 18 პროექტი; თბილისის კონსერვატორიის მუზეუმში მისი თაოსნობით იმართება კონცერტები, საიუბილეო და ხსოვნის საღამოები, ფესტივალები, შეხვედრები; მზადდება კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმის ფონდის ელექტრონული ბაზა.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 535

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2012 - საერთაშორისო ტოლერანტობის ქომაგი

გააზიარე: