The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ ჩირინაშვილი

რევაზ ჩირინაშვილი
დაბადების თარიღი:2 აგვისტო, 1950
გარდაცვ. თარიღი:22 იანვარი, 2010  (59 წლის ასაკში)
კატეგორია:კომპოზიტორი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1972 წელს(ჰობოი), 1981 წელს(საკომპოზიციო).

1974–1976წწ. იყო საქტელერადიო ორკესტრის, 1976–1981წწ. საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის და თბილისის მუსკომედიის თეატრის ორკესტრის ჰობოისტი; 1986 წლიდან ცხოვრობდა მოსკოვში; 1986–1991წწ. "სოიუზმულტფილმის" მთავარი მუსიკლაური რედაქტორი; 1991–1998წწ. მოსკოვში ქართული კულტურის ცენტრის "მზიური" ხელმძღვანელი, მოსკოვის ეთნოკულტურული მიმართულების(ქართული) ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლის(N1331) მუსიკალური ხელმძღვანელი; წლების მანძილზე ხალხური სიმღერის ანსამბლ "ლომისის" და ვოკალურ–ჯაზური კვარტეტის "ჯორჯიას" ხელმძღვანელი, რომელთა რეპერტუარში შედიოდა ჯაზური მუსიკის მსოფლიო კლასიკა, მისი ორიგინალური ნაწარმოებები და არანჟირებები; ეს კოლექტივები მრავალი კონკურსისა და ფესტივალის ლაურეატია(მოსკოვი, პეტერბურგი, მინსკი, კიევი, ვარშავა, კრაკოვი); თხზულებები: კონცერტი–ფანტაზია ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის(1988, პირველი შესრულება), სიუიტა სასულე საკრავთა კვინტეტისათვის(1988, პირველი შესრულება), კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის, საბავშვო საგუნდო ნაწარმოებები, მათ შორის: ციკლი "წელიწადის დრონი", კანტატა ბავშვთა გუნდისა და ორკესტრისათვის, კამერულ–ინსტრუმენტული ჟანრის ნაწარმოებები;  მუსიკა დრამატული სპექტაკლებისათვის, მათ შორის: "მოცარტი და სალიერი", "Женщина с моря"("МХАТ", მოსკოვის სამხატვრო თეატრი), "Страсти черноморья"(მოსკოვის სატირის თეატრი), "Сказки на всякий случай", "Оловянные солдатики"(მოსკოვის მოზარდმაყურებელთა თეატრი), "Синяя птица"(ნოვოსიბირსკის დრამატული თეატრი), "Лягушонок"(ობრაზცოვის თოჯინების თეატრი); მუსიკა მულტფილმებისათვის: (20–ზე მეტი), მათ შორის: "Поединок", "Утро попугая Кеши", "Однажды", "Дочь великана", "Праздник", "Сундук", "Белый домик"; საესტრადო სიმღერები; შემსრულებელი, ვოკალურ–ჯაზური არანჟირებების ავტორი; კომპოზიტორ მ. ჩირინაშვილის ვაჟიშვილი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 534

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსეთის კომპოზიტორთა კავშირი, წევრი
  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2008 - თეატრალური პრემია "Гвоздь сезона" (მოსკოვი)
    სპექტაკლი "Сказки на всякий случай"

გააზიარე: