The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა ჩიქოვანი

შალვა ჩიქოვანი
დაბადების თარიღი:13 ოქტომბერი, 1925
გარდაცვ. თარიღი:31 ივლისი, 2000  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1950 წელს(თეატრის მხატვრობა).

იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მხატვარი, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო სტუდიის მხატვარი; 1973–1975წწ. თბილისის მ. თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის პედაგოგი; ქართული სპექტაკლები: ა. კერესელიძე "ბაში–აჩუკი", ო. თაქთაქიშვილი "მინდია"(1969, ქუთაისი), ზ. ფალიაშვილი "დაისი"(1962, თბილისის საოპერო სტუდია, 1970, ქუთაისი), ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"(1970, სამარა), ა. ბალანჩივაძე "ოქროს ქორწილი"(1970, პრემიერა), გ. დავითაშვილი ერთაქტიანი ბალეტები(1969, პრემიერა); სხვა სპექტაკლები: ბოროდინი "თავადი იგორი"(1955), ჩაიკოვსკი "ორლეანელი ქალწული"(1957), მილიუტინი "ჩანიტას კოცნა"(1962, თბილისის მუსკომედიის თეატრი), კალმანი "ცირკის პრინცესა"(1963, თბილისის მუსიკომედიის თეატრი), ვერდი "აიდა"(1968), "ტრავიატა"(1979); თეატრალური მხატვარი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 534; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.104

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • 1985 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი

გააზიარე: