The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მარიკა ჩიჯავაძე

მარიკა ჩიჯავაძე
Legal name:მარიამ ჩიჯავაძე
Date of birth:19 December, 1955  (69 years)
Category:Musician, Educator

Biography

 დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის I მუსიკალური სასწავლებელი 1974 წელს (თეორიული განყოფილება), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1979 წელს (მუსიკის ისტორია).

1987 წელს გაიარა სტაჟირება მოსკოვის ტელე–რადიო მაუწყებლობის საკვალიფიკაციო საკავშირო ინსტიტუტში; 1979–1993წწ. იყო თბილისის N26 მუსიკალური სკოლის პედაგოგი (მუსიკის ლიტერატურა), 1993 წლიდან თბილისის "ნიჭიერთა ათწლედის" პედაგოგი (მუსიკის ლიტერატურა) და თეორიული განყოფილების გამგე; 1979 წლიდან საქართველოს რადიოს მუსიკალურ გადაცემათა რედაქტორი; ტელევიზიაში "ერთსულოვნება" საავტორო გადაცემა "ოპერა"–ს ავტორი და წამყვანი; საქართველოს რადიომაუწყებლობაში საავტორო გადაცემები: "მხოლოდ ოპერა" (1993 წლიდან), "ინტერმედია" (2000 წლიდან), "მუსიკალური რადიოანშლაგი" (2005 წლიდან), "ვარიაციები მუსიკალურ თემაზე" (2010 წლიდან), რადიოგადაცემათა ციკლები: "ყველას რაიმე აქვს სათხოვარი", "მუსიკა და თანამედროვეობა", "XX საუკუნის მუსიკა და მუსიკოსები" (გადაცემის თანაავტორები: თ. ბაკურაძე, ქ. ბოლაშვილი); 1979 წლიდან სიუჟეტები რადიოჟურნალში "ჩანგი", "პიკის საათი". მუსიკისმცოდნე – ისტორიკოსი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 535; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.186

Awards and Honors

  • 1999 - ღირსების მედალი
    საქართველოში მიმდინარე რეფორმების მაღალკვალიფიციურ დონეზე წარმოჩენაში, თემის აქტუალობით გამორჩეული გადაცემების მომზადებაში, უცხოეთის ქვეყნებზე რადიომაუწყებლობის გაფართოებაში, რადიოს ოქროს ფონდის შექმნაში შეტანილი პირადი წვლილისა და რადიოს სამაუწყებლო შემოქმედებითი არსენალის განახლების პროცესში აქტიური მონაწილეობისათვის

Share: