The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანტონ ჩიხლაძე

ანტონ ჩიხლაძე
დაბადების თარიღი:30 ივლისი, 1909  (114 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მოცეკვავე, პედაგოგი, ქორეოგრაფი

ბიოგრაფია

 დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1934–1937წწ. სწავლობდა ა. ალექსიძის (სონღულაშვილი) ქორეოგრაფიულ სტუდიაში. 

1933–1937წწ. იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სოლისტი; 1935 წლიდან ქართველ მოცეკვავეთა ჯგუფთან ერთად(ხელმძღვანელი დ. ჯავრიშვილი, მოცეკვავეები: ი. სუხიშვილი, ნ. რამიშვილი, ს. ნონიაშვილი, მ. ჩოჩიშვილი) მონაწილეობდა ლონდონში I მსოფლიო ფესტივალში; 1937 წელს მოსკოვში ქართული ხელოვნებისა და ლიტერატურის დეკადის მონაწილე; ამავე წელს რუსმა ბალეტმაისტერმა ი. მოისეევმა მიიწვია სსრკ ხალხთა ცეკვების სახელმწიფო ანსამბლში მოცეკვავე–სოლისტად და ქართული ცეკვების დამდგმელად; 1942–1952წწ. იყო თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში ქორეოგრაფ–პედაგოგი, პარალელურად, 1940 წლიდან თანამშრომლობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან; დადგა რამდენიმე ცეკვა ა. ბალანჩივაძის ბალეტისთვის "მთების გული"; 1940, 1945 და 1946წწ. მიწვეული იყო მოსკოვში ჩატარებულ აღლუმებში ქართული ცეკვების დასადგმელად; 1952–1974წწ. თბილისის ს. ზაქარიაძის სახელობის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებლის პედაგოგი; აღზარდა მრავალი მოცეკვავე საქართველოს რეგიონებში(საგარეჯო, თიანეთი, ლაგოდეხი, ხაშური), მოამზადა მრავალი ქორეოგრაფიული კოლექტივი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 536; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.185

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: