| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ელენე ჩოხელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის I ქორეოგრაფიოული სტუდია 1932 წელს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებული მუშფაკულტეტი 1937 წელს (ვოკალური). 1937–1943წწ. იყო საქართველოს სახლმწიფო ფილარმონიის სოლისტი; 1943 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე თბილისის მუსიკალური კომედიის თეატრის წამყვანი მსახიობი; ქართული რეპერტუარი, ოპერეტები: "სიმღერა თბილისზე" (შ. მილორავა დაიდგა 350–ზე მეტჯერ, მთავარი როლი), მარგო (ა. შავერზაშვილი "ნინო", 1967, პრემიერა), მთავარი როლი(ბ. კვერნაძე "ცოლები და ქმრები", 1970, პრემიერა), მთავარი როლი (მ. ჩირინაშვილი "ძველი თბილისის სურათები", 1975, პრემიერა), მთავარი როლი (შ. მილორავა "ჩემი კეთილი მეზობელი", 1977, პრემიერა); კინოფილმები: "ჟუჟუნას მზითევი" (1934), "სამშობლო" (1939), "დაბრუნებული ღიმილი" (1967), "ტარიელ გოლუა" (1968), "მხიარული რომანი" (1972); საესტრადო მომღერალი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 537 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

