The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვენერა ურუშაძე

ვენერა ურუშაძე
დაბადების თარიღი:8 სექტემბერი, 1909
გარდაცვ. თარიღი:1991  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:ლიტერატურათმცოდნე, მეცნიერი, მთარგმნელი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1947 წელს.

პირველი მხატვრული თარგმანები ინგლისურ ენაზე (მათ შორის ნ. ბარათაშვილის "მერანი") 1945 წელს გამოაქვეყნა მოსკოვის გაზეთ "მოსკოუ ნიუზში". მას ეკუთვნის ვეფხისტყაოსნის პირველი პოეტური თარგმანი ინგლისურ ენაზე (1968, 1971, 1979). მისი თარგმანებით გაიცნო ინგლისურ ენაზე მკითხველმა საზოგადოებამ ქართული კლასიკური თუ თანამედროვე პოეზიისა და პროზის მრავალი ნიმუში. ძირითადი გამოცემები: "ქართული პოეზიის ანთოლოგია" (1948, 1958), ქართველ მწერალთა მოთხრობების კრებული "მინდია" (1964, 1966), შოთა რუსთაველის აფორიზმები (1983) და სხვა. შეადგინა ინგლისური ენის სახელმძღვანელო და ქრესტომათია (1963, 1974). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.182

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1962-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1976 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: