შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეიმურაზ მაღლაფერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი დვაბზუ, ოზურგეთის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1959 წელს. პირველი ნოველები 1959 წელს გამოაქვეყნა, ხოლო პირველი წიგნი, ვრცელი პროზაული ნაწარმოები "უშბა" - 1963 წელს. ავტორია რომანებისა: "წყურვილი"(1973), "გაულ გავხე"(1976), "ცხრაკარა"(1979), მხატვრული ფილმების სცენარებისა: "მალე გაზაფხული მოვა"(1967, თანაავტორები ო. იოსელიანი და ო. აბესაძე), "ცისკრის ზარები"(1967), "ანარეკლი"(1975), "ესკულაპეს მოწაფე"(1979). მისი რომანი "წყურვილი" თარგმნილია რუსულ ენაზე. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.506; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 589; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |