The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკოლოზ კალაძე

ნიკოლოზ კალაძე
Date of birth:28 May, 1909
Date of death:29 March, 1997  (at 87 years)
Category:Military Person

Biography

დაბადების ადგილი: დაბა კულაში, სამტრედიის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სამხედრო მეთაურთა ქართული გაერთიანებული სკოლა 1927 წელს და თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფაკულტეტი 1933 წელს.

1938 წლის ბოლოს დაინიშნა კიევის განსაკუთრებულ სამხედრო ოლქში დივიზიის პოლიტგანყოფილების უფროსად, 1939 წელს - დივიზიის სამხედრო კომისრად. მონაწილეობდა დასავლეთ უკრაინის განთავისუფლებაში (1939), იბრძოდა თეთრფინელების წინააღმდეგ (1940), დიდი სამამულო ომის (1941-1944) დროს იყო დივიზიის მეთაურის მოადგილე (1942-დან), მეთაური (1943-დან). მონაწილეობდა ლვოვთან, კიევთან, ხარკოვთან, დონის ველზე, სტალინგრადთან, კურსკთან, უკრაინაში გამართულ ბრძოლებში. აგრეთვე პოლონეთის განთავისუფლებაში, ბერლინის ოპერაციაში. კ. ვოროშილოვის სახელობის უმაღლესი სამხედრო აკადემიის დამთავრების (1948) შემდეგ მეთაურობდა სამხედრო შენაერთებს. 1962 წლიდან თადარიგში იმყოფებოდა. სამხედრო-ისტორიული ნარკვევების ავტორი. გენერალ-მაიორი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.5.- თბ., 1980.- გვ. 328

Member of Organizations

  • სკკპ , წევრი (1928-)

Awards and Honors

  • 1985 - სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
  • 1950 - ლენინის ორდენი
  • 1945 - ლენინის ორდენი
  • 1945 - სუვოროვის სახელობის II ხარისხის ორდენი
  • 1944 - სუვოროვის სახელობის II ხარისხის ორდენი
  • 1940 - წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • 1940 - წითელი დროშის ორდენი (4 ორდენი)

Bibliography


Share: