შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან მაღნარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ახალი სენაკი, სენაკის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1934 წელს. 1935-1966წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასისტენტად, დოცენტად, პროფესორად; იყო მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დეკანი; პარალელურად, 1935-1936წწ. - თბილისის გეოფიზიკის ინსტიტუტში და ამიერკავკასიის ინდუსტრიულ ინსტიტუტში; 1967 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის, მათემატიკისა და ფიზიკის დიფერენციალური და ინტეგრალური განტოლებების განყოფილების გამგედ. იკვლევდა ბეტყელი დრეკადობის თეორიის ძირითად სასაზღვრო ამოცანებს, აგრეთვე - მათემატიკური ფიზიკის ძირითად სასაზღვრო ამოცანებს. მან დაამტკიცა, რომ ნ. მუსხელიშვილის ინტეგრალური განტოლებები ძალაშია კუთხოვანი წერტილების მქონე ბრტყელი კონტურებისათვის; გამოიყვანა თვითმფრინავის ფრთის ახალი ინტეგრალური განტოლება და მოგვცა ზოგიერთი წრფივი ჰიპერბოლური ტიპის დიფერენციალური განტოლების კოშის ამოცანათა ეფექტური ამოხსნა; მოგვცა არასტაციონარული და არაერთგვაროვანი ველების წრფივ დიფერენციალურ განტოლებათა ამოხსნის ზოგადი წარმოდგენა ჰარმონიული და ანალიზური ფუნქციების საშუალებით; გამოიკვლია ზოგიერთი არასტაციონარული განტოლების რეგულარული ამოხსნა ბანახის სივრცეში, ზიგმუნტის უტოლობა განზოგადებული შეუღლებული ფუნქციისათვის, რომლებიც წარმოიდგინება სტილტიესის სინგულარული ინტეგრალებით და სტილტიესის სინგულარული ინტეგრალი მთავარი მნიშვნელობის განზოგადებული აზრით. ქართველი მათემატიკოსი და მექანიკოსი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1986), პროფესორი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.506; საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.243-244; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 589 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |