The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან მაღნარაძე

ლევან მაღნარაძე
ოფიციალური სახელი:ლეო მაღნარაძე
დაბადების თარიღი:22 ივნისი, 1913
გარდაცვ. თარიღი:2002  (88 წლის ასაკში)
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ახალი სენაკი, სენაკის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1934 წელს.

1935-1966წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასისტენტად, დოცენტად, პროფესორად; იყო მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დეკანი; პარალელურად, 1935-1936წწ. - თბილისის გეოფიზიკის ინსტიტუტში და ამიერკავკასიის ინდუსტრიულ ინსტიტუტში; 1967 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის, მათემატიკისა და ფიზიკის დიფერენციალური და ინტეგრალური განტოლებების განყოფილების გამგედ. იკვლევდა ბეტყელი დრეკადობის თეორიის ძირითად სასაზღვრო ამოცანებს, აგრეთვე - მათემატიკური ფიზიკის ძირითად სასაზღვრო ამოცანებს. მან დაამტკიცა, რომ ნ. მუსხელიშვილის ინტეგრალური განტოლებები ძალაშია კუთხოვანი წერტილების მქონე ბრტყელი კონტურებისათვის; გამოიყვანა თვითმფრინავის ფრთის ახალი ინტეგრალური განტოლება და მოგვცა ზოგიერთი წრფივი ჰიპერბოლური ტიპის დიფერენციალური განტოლების კოშის ამოცანათა ეფექტური ამოხსნა; მოგვცა არასტაციონარული და არაერთგვაროვანი ველების წრფივ დიფერენციალურ განტოლებათა ამოხსნის ზოგადი წარმოდგენა ჰარმონიული და ანალიზური ფუნქციების საშუალებით; გამოიკვლია ზოგიერთი არასტაციონარული განტოლების რეგულარული ამოხსნა ბანახის სივრცეში, ზიგმუნტის უტოლობა განზოგადებული შეუღლებული ფუნქციისათვის, რომლებიც წარმოიდგინება სტილტიესის სინგულარული ინტეგრალებით და სტილტიესის სინგულარული ინტეგრალი მთავარი მნიშვნელობის განზოგადებული აზრით. ქართველი მათემატიკოსი და მექანიკოსი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1986), პროფესორი. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 6.-თბ., 1983.-გვ.506; საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.243-244

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მათემატიკის საზოგადოება, პრეზიდენტი (1976-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1974 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: