The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი მაღულარია

გივი მაღულარია
დაბადების თარიღი:20 მაისი, 1926
გარდაცვ. თარიღი:20 აპრილი, 1995  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:მთარგმნელი, მწერალი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1959 წელს.

1945–1948წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1948 წელს სტალინური პოლიტიკის კრიტიკის გამო 22 წლისა დააპატიმრეს და ციმბირში გადაასახლეს. რვა წელი დაყო სპეც. ბანაკში. 1956 წელს, რეაბილიტაციის შემდეგ, დაბრუნდა სამშობლოში. იმავე წელს სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის კათედრაზე, შემდგომ – პრორექტორის თანაშემწედ სამეცნიერო დარგში, ჟურნალ "ხელოვნებაში" თეატრის განყოფილების გამგედ. პირველი მოთხრობა 1968 წელს გამოაქვეყნა, პირველი წიგნი, ისტორიულ მოთხრობათა კრებული "მეამბოხენი"(1973). მასვე ეკუთვნის მითოლოგიური რომანი "ცეცხლი ცისა და მიწისა"(1975), მოთხრობები: "და განიყვნეს სამოსელი მისი"(1970), "ძაფზე ჩამოკიდებული ფიფქები"(1977), "დესპანი"(1979), ესსე "ომარ ხაიამი"(1977) და სხვა. თარგმნა ძველი ეგვიპტური მითები, ფრანგ მწერალთა მოთხრობები და სხვ.

წყაროქართული საბჭოთა ენციკლოპედია. 6.-თბ., 1983.-გვ.507; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 592

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1992 - საქართველოს მწერალთა კავშირის პრემია
    მოთხრობისათვის "ბედი არ გინდა?!''

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: