The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სიმონ მაყაშვილი

დაბადების თარიღი:17??
გარდაცვ. თარიღი:17??
კატეგორია:დიპლომატი

ბიოგრაფია

XVIII საუკუნის შუა წლების ქართველი დიპლომატი. თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის ელჩი მოსკოვში ათანასე თბილელთან ერთად 1752-1754 წლებში. ელჩობის მიზანი იყო რუსეთისაგან ჯარის და ფულადი დახმარების მიღება ლეკთა შემოსევების ასალაგმავად. ქართველი მეფეები საიმპერატორო კარს ასევე სთავაზობდნენ ერთობლივი ლაშქრობის მოწყობას სპარსეთში. ელჩობა უშედეგოდ დამთავრდა.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 6.-თბ., 1983.-გვ.507;  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 594-595


გააზიარე: