The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ ფარულავა

ოთარ ფარულავა
დაბადების თარიღი:1924
გარდაცვ. თარიღი:სექტემბერი, 2003  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:მოქანდაკე, მხატვარი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1955 წელს.

1956 წლიდან მონაწილეობდა გამოფენებში; ნამუშევრები თბილისში: ვ. კანკავას (1974, სახლი-მემორიალი), ვ. ასათიანის (1984, ფარმაკოლოგიის ინსტიტუტი), ნ. ანთელავას (I საავადმყოფო), ს. ქობულაძის (1987, გრაფიკის შემოქმედებითი სახელოსნო), კ. კალაძის (1988, სახლ-მუზეუმი), ა. წულუკიძის (1989), ს. არშბას (ორივე - უროლოგიის ცენტრი), ო. ღუდუშაურის (1999, ტრავმატოლოგიის ინსტიტუტი), ი. გოგებაშვილი (ბრინჯაო, მთაწმინდის პანთეონი),ნ. სულხანიშვილის, შ. ამირანაშვილის, ბ. კრავეიშვილის, დ. გამრეკელის, ი. შუშანიას, ე. თაყაიშვილის, დ არაყიშვილის (დიდუბის პანთეონში), შ. ნუცუბიძის, გ. ახვლედიანის (თსუ ეზო-სავანეში), ა. თვალჭრელიძის, გ. ხაჭაპურიძის, ო. ჩეჩელაშვილის, ს. ხაბეიშვილის (ვაკის სასაფლაოზე) და სხვა ბიუსტები; დაზგური ქანდაკება: "ბ. პაიჭაძე" (ბრინჯაო, 1960), "რ. აბაშიძე" (მარმარილო, 1967), "შოთა რუსთაველი" (მარმარილო, 1968), "პეტრე ბაგრატიონი" (თაბაშირი, 1970); სკულპტურული კომპოზიცია "მწუხარე პოლიციელი" (ბრინჯაო, 1998; პოლიციის მთავარი სამმართველოს ეზო); ავტორია მემორიალური დაფებისა; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; სკულპტორი.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.866

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1981 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი

გააზიარე: