The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კონდრატი მაწკეპლაძე

კონდრატი მაწკეპლაძე
დაბადების თარიღი:26 აგვისტო, 1908
გარდაცვ. თარიღი:19 სექტემბერი, 1981  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გელათი, ტყიბულის რაიონი.

დაამთავრა მოსკოვის სამთო ინსტიტუტი 1937 წელს.

1937-1939 წწ. მუშაობდა სსრკ მძიმე მრეწველობის სახელმწიფო კომისარიატის "მთავარმადნის" საწარმოო განყოფილებაში. 1939-1944 წწ. ხელმძღვანელობდა ოქროს სარეწებს შორეულ აღმოსავლეთში, 1944-1962 წწ. კი იაკუტიის ასსრ-ში. 1966 წლიდან მუშაობდა სსრკ ფერადი მეტალურგიის სამინისტროს აპარატში. მან თვალსაჩინო წვლილი შეიტანა ოქროს მრეწველობის განვითარების საქმეში. სამთო ინჟინერი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 6.-თბ., 1983.-გვ.513; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.604

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1938-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - სოციალისტური შრომის გმირი
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • ლენინის ორდენი (2 ორდენი)

გააზიარე: