| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი მაჭავარიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიურ ენათა განყოფილება 1950 წელს. 1955-1968წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიური ენების კათედრის დოცენტი, შემდეგ ზოგადი ენათმეცნიერების კათედრის პროფესორი და საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. იკვლევდა იბერიულ-კავკასიური ენების სტრუქტურასა და ისტორიულ საკითხებს, ზოგადი ენათმეცნიერების პრობლემებს. მის მიერ შექმნილმა ფუნდამენტურმა მონოგრაფიებმა: "სონანტთა სისტემა და აბლაუტი ქართველურ ენებში" (თამაზ გამყრელიძესთან ერთად) და "საერთო-ქართული კონსონანტური სისტემა", ავტორს მსოფლიო აღიარება მოუტანა. იგი სისტემატურად მონაწილეობდა საკავშირო კონფერენციებსა და საერთაშორისო კონგრესებში. 1954 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ენათმეცნიერი, ქართველოლოგი, ქართველური ენების გამოჩენილი მკვლევარი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1966). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.514; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.606; დიდუბის პანთეონი=Didube pantheon/ბადრი ქუთათელაძე. -თბ., 2025.-გვ.270; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

